
"ევროპელი ლიდერები, მეგობრები მესაუბრებიან, რომ ამხელა აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან" - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯაცი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის მოქმედებს.
რაც შეეხება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის აღიარება და მმართველი პარტიის სიმართლის გამარჯვება.
"მე ძალიან ბევრი მეგობარი ევროპელი ლიდერები, კოლეგები მესაუბრებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არსად. პირიქით მეუბნებიან, სწორედ ეს არის მტრობა . ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ფაქტების გარეშე მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, მათ აწარმოეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით, მიმართეს მათ სტრასბურგს და მინდა ხალხმა იცოდეს, რომ არცერთი მათი არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად. არ გაითვალისწინა სტრასბურგმა და სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს არის სწორი და შესაბამისობაში. მათ უარი უთხრეს ყველა ამ მოთხოვნაზე, ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება. ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. " თქვა ღარიბაშვილმა.