მედიამენეჯერის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე - Le figaro ნიკა გვარამიას შესახებ

გამოქვეყნდა:

გავლენიანი ფრანგული გამოცემა "ფიგარო" ნიკა გვარამიას საქმისა და მისი პატიმრობის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს. ჟურნალისტი დეტალურად გამიხილავს მედიამენეჯერის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს. შეფასებებში კი ეყრდნობა ევროპარლამენტარებისა და Human Rights Watch -ის ხელმძღვანელის განცხადებებს. 

რეპორტიორი იხსენებს - "გარდა იმისა, რომ საქმეს სრულად პოლიტიკურია, ბოლო ინსტანციაში მას განიხილავს სასამართლო, რომლის თავმჯდომარის მოადგილე თავად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია". 

ფრანგი ჟურნალისტი ნიკა გვარამიას პატიმრობას პირდაპირ უკავშირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პატიმრობამ შეაფერხოს ქვეყნის სწრაფვა ევროპული მომავლისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი