კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავუიოლეთ ჩვენ თანამოქალაქეებს თავიანთ ოჯახებში ჩამოსვლა - წაქაძე ფრენებზე

გამოქვეყნდა:

"მე კმაყოფილი ვარ იმით, ჩვენ გავუიოლეთ ჩვენ თანამოქალაქეებს თავიანთ ოჯახებში ჩამოსვლა და მათი ახლობლების მონახულება. ისინი იძახიან გააკეთეთ ასე, გააკეთეთ, ისინი, რომლებიც იძახიან ევროკავშირის წევრები, ევროპარლამენტის წევრები და ევროპა, რომელშიდაც გაერთიანებულია ეს სახელმწიფოები, ისინი იმყოფებიან ნატოს ქოლგის ქვეშ, და ამიტომ მათ შეუძლიათ ყოველივე ამის განცხადება. ჩვენ გვინდა ნატოში მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს ის ქოლგა, რომ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ სახელმწიფო სულ სხვანაირად მოიქცევა".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი