ინდოეთის ოკეანეში ჩინეთის თევზსაჭერი გემი ჩაიძირა - დაიღუპა 2 ადამიანი, დაკარგულია 37

გამოქვეყნდა:

ინდოეთის ოკეანეში ჩინეთის თევზსაჭერი გემი ჩაიძირა, დაიღუპა  ორი ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის 37 წევრის ძებნა გრძელდება.

ინდოეთის ოფიციალური პირების თქმით, სხვა მეზობელი ქვეყნების გარდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაციას შეუერთდა ინდოეთის საზღვაო პატრულიც.

ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ 10 გემი, მათ შორის სამი ჩინეთის საზღვაო გემი და ერთი უცხოური გემი, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.

ეკიპაჟის შემადგენლობაში ჩინეთის17, ინდონეზიის 17და ფილიპინების ხუთი მოქალაქე იყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი