
"მე თუ მეკითხებით, როგორც დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც დანამდვილებით იცის, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და არა ისე, როგორც ეს პოლიტიკოსად წოდებული ადამიანები იქცევიან, უსინდისოდ ოღონდ იმიტომ, რომ გაამტყუნონ "ქართული ოცნება", რომელიც არაფერ შუაში არ არის ამ გადაწყვეტილებასთან, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც ცალმხრივად, თავის დროზე ომის მერე უვიზო რეჟიმი დაუწესა რუს მოქალაქეებს, ოღონდ ჩვენ გაგვამტყუნონ და იმასაც კი კადრულობენ და იძახიან, რომ თურმე 100 000 ქართველი ცხოვრობს მხოლოდ. არსებობს სოციოლოგია, არსებობენ ექსპერტები, მე გეუბნებით, 300 ლტოლვილიდან 250 000 პირველი რუსეთის აგრესიის დროს აფხაზეთიდან პირდაპირ გადავიდა საზღვრით რუსეთის ფედერაციაში. მე გეუბნებით, რომ მილიონამდე არის მე მაქვს დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათ შორის მაქვს რუსეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.