ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლემ სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა

გამოქვეყნდა:

დღეს ვაკის პარკის საქმეზე  სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეზე ბრალდებულ პირებს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა,  სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. მიზეზი  ბრალდებულების ადვოკატების ნაწილის პროცესზე დაგვიანება და გამოუცხადებლობაა.

გადაწყვეტილებას  დაკავებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ, მაგრამ  მოსამართლის თქმით, მას ადვოკატები არ აუცილებია და არც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიუღია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რა დროსაც შადრევანში 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე  გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ვაკის პარკის საქმეზე 4 დაკავებულს პროკურატურამ 17 თებერვალს ბრალი დაუმძიმა. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი