800 000 ლარი ერთი ფილმისთვის - კულტურის სამინისტრომ ნანა ჯანელიძის ნამუშევარი კოლოსალური თანხით დააფინანსა

გამოქვეყნდა:

800 ათასი ლარი ერთი ფილმისთვის - მაშინ, როდესაც ქვეყანა უკიდურეს კრიზისს ებრძვის, კულტურის სამინისტრომ ბიუჯეტიდან რეჟისორ ნანა ჯანელიძეს ახალი ნამუშევრის დასაფინანსებლად კოლოსალური თანხა გამოყო. კინოს განვითარება რომ მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა გაუგებარია, სამინისტროს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც 21 მილიონი ლარით შემცირებული კულტურის ბიუჯეტით უწყება ვერ უმკლავდება კრიზისს, პარალიზებულია თითქმის ყველა მიმართულება და ხელოვანები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.

კულტურის სამინისტრომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი შეაფასა, როგორც "სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი", რომლის დაფინანსებაც იმ დროს გადაწყვიტა, როდესაც ქვეყანა კრიზისს ებრძვის.  

ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის, "სად მისი ლიზას" გადაღებები ჯერ არ დაწყებულა. როგორც თავად რეჟისორმა გვითხრა, ახლა მოსამზადებელი პერიოდია და სატესტო გადაღებები მიმდინარეობს. სანამ ნანა ჯანელიძე კულტურის სამინისტროს მიმართავდა, 2019 წელს ამ ფილმით მან სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და 300 ათას ლარიანი დაფინანსება ეროვნული კინოცენტრისგან მიიღო. თანხა ფილმის გადასაღებად საკმარისი არ არის, ამიტომაც მან დამატებითი შემოსავლების მისაღებად კულტურის სამინისტროს მიმართა. 

სანამ ნანა ჯანელიძის ახალი ნამუშევარი კინოეკრანებზე გამოვა, საინტერესოა კულტურის სამინისტრო როგორ ახსნის ამ ნაბიჯს - რატომ გადაწყვიტა ერთი ფილმის 800 ათასი ლარით დაფინანსება იმ პერიოდში, როდესაც, მაგალითად, კულტურის დაფინანსება დაახლოებით 21 მილიონი ლარით მცირდება.

ქართული კინოს ხელშეწყობა, რომ კარგია ამაზე არავინ დაობს, თუმცა ჩნდება უპასუხო კითხვები: იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ფილმის ნახევარ მილიონ ლარზე მეტით დაფინანსება დროებით გადაედოთ და ეს თანხა მართლაც რომ დღეისათვის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებზე დაეხარჯათ?

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი