საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ გამარჯვებას... შედეგი, რომელსაც 23 წელი ველოდით, მიღწეულია - რუსეთიდან ჩამოსული ჭიქაშვილი

გამოქვეყნდა:

"მივესალმები კი არა, გახარებულია მთელი ერი" - პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. კვარაცხელიამ განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. სადაც ის რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა.

კიდევ ერთი პროპაგანდისტის, მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე ჩამოჰყვა რუსულ რეისს, ამ დრეს საქართველოს მოსახლეობა 23 წელი ელოდა. მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მოლაპარაკე ჭიქაშვილი ამბობს, რომ ამ "შედეგს შენარჩინება სჭირდება" 

"პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, "სოლიდარობა მშვიდობის" სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები.

ჩვენ მოვმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. " ამბობს მერაბ ჭიქაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი