აეროპორტთან აქციაზე აქტივისტი, "დროას" წევრი, შუაშანა მაცაბერიძე დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ მან კვერცხი ისროლა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 4 პირი.
ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.
"პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის?! გინება არ არის დანაშაული?! თქვენ დანამდვილებით იძახი არაფერი დაუშავებიაო და ეგ არ არის ობიექტურობა", - უთხრა ჟურნალისტს ვაჟა სირაძემ.
ადგილზე შეკრებილები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. "აზიმუტის" პირველი რეისი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. იხილეთ: