
პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ქართველი ხალხი 23 წლის განმავლობაში "იტანჯებოდა და მათ ფრენების აღდგენით შეძლეს მოჯადოებული წრის" გარღვევა . განცხადება კვარაცხელიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. კვარაცხელია იმ პირველ რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა, რომელმაც პირველი ავირეისი შეასრულა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით.
კვრაცახელიას მტკიცებით, ფრენების აღდგენასთან "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია.
"აქ ქართული ოცნება არაფერს შუაშია, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება "ქართულ ოცნობასთან". ჩვენ ვართ ის ჯგუფი რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა და ჩვენ გავარღვიეთ ეს წრე," - ამბობს კვარაცხელია.
ჟურნალისტებმა კვარაცხელიას ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც მან ასე უპასუხა - "რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია ის გარეთ დგას და წკავწკავებს ჩვენ რუსეთს ვაქცევთ მეგობრად".
კვარაცხელიას კითხვები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედ ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გატაცებაზეც დაუსვეს, რაზეც პასუხის გაცემა მან არ ისურვა და თქვა, რომ ჟურნალისტები სხვა თემაზე ცდილობდნენ ყურადღების გადატანას.
კვარაცხელია ამბობს, რომ ის მადლიერია რუსეთის, რადგან მადლიერება უნდა გამოხატოს ყველას მიმართ, ვინც თხოვნას შეუსრულებს.