"ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანია ესკალაცია და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს  ესკალაციისთვის და იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია. [ოკუპანტი არის თუ არა რუსეთი] რა თქმა უნდა ოკუპანტი არის, მტერი თუ ხარ, აიღე იარაღი და ისროლე მაშინ, აქ რაზეა საუბარი იცით, რომ არის ლოკალური ომის პარტია და თქვენი ტელევიზიაც განეკუთვნება ლოკალურ ომის პარტიას, თქვენი მიზანია ესკალაცია, ქაოსი, მეორე ფრონტი და ამიტომ ისმება ასეთი კითხვა".

უთხრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა "არის თუ არა რუსეთი მტერი".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი