არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს, საღამოს 7 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტთან - ენმ

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს..ჩვენი არჩევანი არის ევროპა"- დღეს 19 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ენმ-მ აქცია დააანონსა.

"ბარბაროსულ ომს, სადაც პუტინი ხოცავს ქალებს და ბავშვებს და ამასობაში, არ მოიძებნა მსოფლიოში ქვეყანა, გარდა საქართველოსი, ვინც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა.. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია, რომ არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი  არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს, საქართველოს პარლამენტთან, საღამოს 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში.. ასევე ამ დროს, როდესაც ჩვენ შევიკრიბებით პარლამენტში იქნება შს მინისტრი გომელაური, რომელიც ასევე უშუალოდ პასუხისმგებელია იმ მოქმედებებზე, რაც აეროპორტში ხდება.. ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას" - თქვა ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, რუსეთიდან დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა.  Azimuth Airlines- ის ხომალდს აეროპორტში აქციით დახვდნენ. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა.

პარლამენტის შენობასთან აქცია დრეს 20 საათზე უკვე იყო დაანონსებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი