პროტესტი გრძელდება - საღამოს 8 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას დღეს პარლამენტთან გააპროტესტებენ. საზოგადოება საკანონმდებლო ორგანოსთან 20 საათზე შეიკრიბება. 

იქამდე კი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი დღეს აეროპორტში დახვდნენ პირველ რუსულ ავიახომალდს, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თბილისში დაჯდა და რომლითაც საქართველოში რუსები, საქართველოს მოქალაქე პრორუსი პუტინისტები და პროპაგანდისტები ჩამოვიდნენ.

მწვავე პროტესტის გამო, პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი