სომხეთი რუსეთს კონიაკ "არარატს" აღარ მიაწვდის

გამოქვეყნდა:

ერევნის კონიაკის ქარხანამ (YBC), რომელიც ფრანგულ კომპანია Pernod Ricard-ს ეკუთვნის  კონიაკ  "არარატს" რუსეთს აღარ მიაწვდის, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა კერობიანმა ეკონომიკურ საკითხთა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 

"ოფიციალური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ოფიციალურია: YBC შეწყვეტს ექსპორტს რუსეთში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურძნის მოსავლის შესყიდვაზე და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვუპასუხოთ", - თქვა მან 

ცნობისთვის, კონიაკის ქარხანა 1998 წლიდან ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის და რუსეთში კონიაკის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი