"ქართულმა ოცნებამ" ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდო

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. 

სესიაზე რეგისტრაცია დეპუტატების უმრავლესობამ არ გაიარა. სხდომაზე მხოლოდ 54 დეპუტატი დარეგისტრირდა, შესაბამისად კვორუმი არ შედგა.

"რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 54-მა წევრმა, კვორუმი არ არის, გადავდივართ შემდეგ საკითხზე," - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს. 

ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია "საქართველოსთვის" მიერ იყო ინიცირებული. 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ ამგვარ მეთოდს წარსულშიც მიმართა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ცდილობდა საგამოძიებო კომისიის შექმნას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი