ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა, - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩავედი საუდის არაბეთში. ვისაუბრებ არაბული ლიგის სამიტზე, შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს და გავმართავ სხვა ორმხრივ მოლაპარაკებებს", - წერს ზელენსკი

მან ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტებს შორისაა ყირიმსა და რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე დატყვევებული მოქალაქეებისა და უკანონოდ დეპორტირებულების დაბრუნება.

"კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაა. ჩვენთან ერთად არის მუსტაფა ძემილევი, ყირიმელი თათრების ლიდერი. ყირიმი იყო პირველი, ვინც დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან და მათი უმეტესობა, ვინც ოკუპირებულ ყირიმში რეპრესიებს ექვემდებარება, მუსლიმები არიან" - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი