ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, ნატა ფერაძე

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერის,  ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აეროპორტთან აქციის დროს დაკავებულებიდან ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, ხოლო 5 სავარაუდოდ დროებითი დაკავების იზოლატორშია. 

ხოშტარიას ცნობითვე, დაკავებულთა შორისაა, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც. 

"არაფერი არ ვიცით, ერთი გამოუშვეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და იმისგან გავიგეთ, რომ შუშებიან შენობაში [შსს-ს] იყვნენ, თუმცა ახლა აქ არიან.. კახეთის გზატკეცილზე, სადაც არის შუშებიანი შენობა..ერთ ადვოკატს ბოლომდე პასუხს არ სცემენ, ამიტომ ვარკვევთ და ბოლომდე მივყვებით.. კიდევ 5 ადამიანია [ამჟამად] დაკავებული" - ამბობს ელენე ხოშტარია "დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას.

შეგახსენებთ, რუსეთიდან დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა.  Azimuth Airlines- ის ხომალდს აეროპორტში აქციით დახვდნენ. 

შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია, რამდენი პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი