რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - ლიეტუვის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია გადაწყვეტილებით, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. 

"იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და მის მიერ არჩეულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე საავიაციო სექტორში." ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი