
არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ადმინისტრაციული დაკავების არაპროპორციულად გამოყენების პრაქტიკა.
მათივე თქმით, დაკავებები აშკარად მიმართულია აქტივისტების, მათი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების წინააღმდეგ.
"შსს ადასტურებს ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანის დაკავების შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაკავებულ აქტივისტებს შორისაა აქტივისტი ნატა ფერაძე.
მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეწყვიტონ ადმინისტრაციული დაკავების არაპროპორციულად გამოყენების პრაქტიკა, რაც აშკარად მიმართულია აქტივისტების, მათი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების წინააღმდეგ," - წერს ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ პირველ რუსულ თვითმფრინავს პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ.