
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის მხარდამჭერი 71 კომპანია შავ სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამერიკის შავ სიაში 69 რუსული სუბიექტი, ერთი სომხური და ერთი ყირგიზული კომპანია შევიდა.
აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიების შავ სიაში შეყვანა მიზნად ისახავს ნავთობისა და გაზის პროდუქტების ექსპორტის კონტროლს რუსეთში და ბელორუსში.
მათივე ცნობით, სანქცირებულ კომპანიებს შორის ასევე არიან თვითმფრინავების სარემონტო ნაწილების წარმოების ქარხნები, დენთის, ტრაქტორებისა და ავტომობილების მწარმოებლები, გემთმშენებლობები და საინჟინრო ცენტრები რუსეთში.
ეს ქმედებები შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების და ექსპორტის კონტროლის უახლესი რაუნდის ნაწილია. ისინი შექმნილია რუსეთის ინდუსტრიული ბაზრის შესამცირებლად.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და 37 ქვეყნის კოალიციამ დააწესა უპრეცედენტო საექსპორტო კონტროლი რუსეთის წინააღმდეგ.