"არა რუსეთს! არა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს!" | პარლამენტთან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

არა რუსეთს! არა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს! - პროტესტი იზრდება. ზუსტად ორ საათში, პროტესტის ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირი იქნება.

20:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ყველა, ვისთვისაც მიუღებელია ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი. საკანონმდებლო ორგანოსთან მივა ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" კრემლის მორჩილია და მისი ეს პოზიცია მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია. ვისთვისაც პრიორიტეტი ევროპაა და არა რუსეთი. 

საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს მოსკოვიდან თბილისში პირველი რუსული ბორტი დაეშვა. საგანგებო მზადება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. კანცელარიის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი