
რუსული საავიაციო კომპანიის, Azimuth Airlines-ის თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში ჩამოფრენას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში გახსნილი რუსეთის ინტერესების განყოფილება ეხმაურება.
"დღეს - თბილისი, ხვალ - მოსკოვი. ჩვენ დავუახლოვდით ერთმანეთს, 4 წლიანი პაუზის შემდეგ: არის პირდაპირი რეისი. „აზიმუტი“ - საქართველოს მთავარ აეროპორტში! ქართულმა ავიახაზებმა ფრთები გაშალა: ხვალ შესრულდება ფრენა მოსკოვის მიმართულებით! RUS," - წერს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების განყოფილება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 მაისს, 4 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავი დაჯდა.