ზურა და მისი თანმხლები პირები პოლიციელებს გამოეკიდნენ გინებით, ქვების სროლით - გომელაური ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციისას მარტის აქციებზე, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი თანმხლები პირები პოლიციელებს ქვების სროლით მისდევდნენ: 

იქ არ ვიცი თქვენ რა კადრები გაქვთ ნანახი, მაგრამ ეს პოლიციელები შედიოდნენ ეზოში. ბრძანება გავეცი პირადად მე, რომ შედით უკან დაიხიეთ, იმ მართლა ომის მიუხედავად და ცოცხლად დაწვის მიუხედავად. როცა გავიდა ყველა დეპუტატები და პარლამენტი თითქმის დაცარიელდა აღარ იყო საფრთხე, ვუთხარით დისლოკაციის ადგილას დაბრუნდით, შედით შიგნით. გამოეკიდნენ გინებით, ქვების სროლით, მარტო ზურაზე არ ვლაპარაკობ, ზურას ახლდა იქ ხალხი, ზურა და მასთან თანმხლები პირები, მისდევდნენ, როცა შედიოდნენ ეზოში, არის კადრები და ნახავთ შეიძლება იმ კადრებში არ ჩანს, ზურა ხელს ურტყამს პირადად და სხვა ურტყამს მის გვერდზე მდგომი და ხდება მერე დაკავება. სასამართლოა და დაველოდოთ თუ გაამართლებს, სასამართლოა და უზენაესია და დავეთანხმებით ჩვენც" ამბობს გომელაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი