ფრენები მოსკოვიდან ქუთაისში, რუსებს შესაძლებლობას მისცემს, აეროპორტი ევროპაში წასასვლელად გამოიყენონ - რუსეთის ტურისტული კავშირი

გამოქვეყნდა:

Red Wings-ის ფრენები მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით შესაძლებლობას მისცემს რუსეთის მოქალაქეებს, რომ აეროპორტი მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში, წასასვლელად გამოიყენონ, - ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, დმიტრი გორინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

"Red Wings არის ტრანსპორტის გაფართოება, მაგრამ უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს თვითმფრინავები ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტზე იფრენენ, მოსკოვი-ქუთაისი და ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც შეიძლება სატრანზიტო კერად გამოდგეს და იგი შესაძლებლობას იძლევა ევროპასთან ფრენებით დაგვაკავშიროს," - ამბობს გორინი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფრენის უფლება უკვე მიენიჭა ორ რუსულ კომპანიას, Azimuth Airline-ს და Red Wing-ს, ორივე მათგანი უკრაინაში სანქცირებულია. ამასთან ერთად, არცერთ მათგანს არ აქვს ევროკავშირის მასშტაბით ფრენების უფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი