
"პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობის განვითარების ძალისხმევას საქართველოს ხელისუფლებაც უნდა შეუერთდეს, რადგან ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა პრობლემას "სახალხო დიპლომატია" ვერ მოაგვარებს.
მისივე თქმით, მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს დაგეგმილი, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და რეგიონული კოოპერაციის კუთხით.
"ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის [დაგეგმილი] მომავლისთვის. ეს არის ეკონომიკური აქტივობა, რეგიონული კოოპერაციის პოლიტიკა, ნაბიჯები მეზობლური პოლიტიკის აღდგენისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი არაერთხელ შესთავაზეს საქართველოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მხოლოდ სახალხო დიპლომატიის კომპონენტი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოსთვის საინტერესო კითხვებს გაეცეს პასუხები. აუცილებელია ხელისუფლების ჩართვა," - ამბობს ლორთქიფანიძე რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი იყო იმ პრორუს პროპაგანდისტებს შორის, რომლებიც 14 მაისს მოსკოვში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საჰაერო ფრენების გაგრძელების შესახებ.
ლორთქიფანიძე ასევე ერთ-ერთი იყო მათ შორის ვინც თბილისში საქართველოს მიმართულებით მომავალი პირველი რუსული თვითმფრინავით ჩამოვიდა.