"კოლექტიური ნაცმოძრაობა ბედავს და კითხვას სვამს, რამდენად პროპორციული იყო პოლიციის ესა თუ ის მოქმედება" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

გარბის, გარბის, ოპოზიცია. ეს არის მათი სახე. უჭირთ მათ ზოგადად დებატები, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არასდროს არ არის მათ მხარეს და დღევანდელი დღე ამ კუთხით არის მაინც განსაკუთრებული, გამორჩეული, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრთან 7-8 მარტის აქციებზე გაიგზავნა 7 ნოემბრის და 26 მაისის ავტორებისგან. ეს არის უბრალოდ ცინიზმი. ეს ადამიანები, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ამ ორი დარბევის, პირდაპირი გაგებით, უსასტიკესი დარბევის ავტორი, 7 ნოემბერი, 26 მაისი...

ეს სისასტიკე, რაც ჩაიდინა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ეს ადამიანები ჩვეულებრივად აიღეთ და დაიჭირეთ. ეს არის თქვენი სახე. და დღეს ეს ადამიანები ბედავენ და კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პროპორციული იყო პოლიციის ესა თუ ის მოქმედება. ეს არის უბრალოდ ცინიზმი და ამის გახსენება მემგონი აუცილებელია,

- ამბობს ირაკლი კობახიძე პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი