"აღარასდროს მოხდება ისეთი შეთანხმების ხელმოწერა, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმება" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია აღარასდროს მოაწერს ისეთ ხელშეკრულებას ხელს, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო. 

მისი მტკიცებით, ამ შეთანხმების საფუძველზე სასჯელისგან განთავისუფლდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მანამდე იჭრდებოდნენ პარლამენტის შენობაში, რამაც მომავალში პარლამენტში შეჭრის მცდელობები წაახალისა.

"19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ჩვენ არ მოგვწონდა ზოგადად შეთანხმება და ეს პუნქტი და მაშინვე ვამბობდით, რომ ამ ჩანაწერს ექნებოდა ანტიპრევენციული ეფექტი, წახალისდა მოგვიანებით იგივე დანაშაულის ჩადენას და ეს მოხდა.

გათავისუფლდნენ დამნაშავეები, ადამიანები რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ამან გამოიწვია რა, ამას მოჰყვა ანიტიპრევენციული ეფექტი, ანუ წაახალისა კიდევ ერთხელ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, აღარასდროს მოხდება ისეთი შეთანხმების ხელმოწერა, როგორიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაა, აღარასდროს. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია," - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილს ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, შეთანხმება შედგა. დოკუმენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან რამდენიმე რეფორმასთან ერთად იმ დროინდელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტსაც მოიცავდა. 

მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" მიშელის დოკუმენტი ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი