"არა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს!" | რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში - "არა რუსეთთან დაახლოებას და ფრენის აღდგენას". სამოქალაქო საზოგადოება დღეს საპროტესტო ტალღამ გააერთიანა. მოსკოვიდან პირველი რეისის გაპროტესტების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ახლა პარლამენტთან არიან შეკრებილი.

მოქალაქეები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის პოლიტიკასა და ქმედებებს აპროტესტებენ, რომლის მიზანიც ქვეყნის კრემლის ორბიტაზე დაბრუნებაა. აქცციის მონაწილეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ  საქართველო ოფიციალურად შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში რომლებიც ემიჯნება ცივილიზებულ სამყაროს და რუსეთის ტერორიტული რეჟიმის მოკავშირე და დასაყრდენი ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი