პირველი რეისი უკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან შესრულებულია. მოქალაქეების პროტესტს კი ივანიშვილის ოლიგარქიულმა კლანმა ისევ ძალოვანების უპრეცენდენტო მობილიზაციით უპასუხა. რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ხინკლის საჭმელად ჩამოდიან და ოკუპაციაში პრობლემას ვერ ხედავენ ქართულმა პოლიციამ კომფორტული დერეფნები შექმნა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მისცა.
მოსკოვიდან პირველი რეისის მგზავრებს შორის იყვნენ კრემლის პრორუსი პროპაგანდისტებიც - ქართული გვარებით. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ ადგილზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები დაიწყო ვითარება უკიდურესად დაიძაბა.