სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი საქართველოში | "მთავარი არხი" კახეთიდან - ახალი დეტალები რუსულ ქორწილზე

გამოქვეყნდა:

სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა "ყვარელი რეზორტში" გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია.

"მთავარი არხის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ქორწილი ორდღიანია და წვეულების პირველი დღე სასტუმროში უკვე მიმდინარეობს. ასევე, ცნობილია, რომ ლავროვის ოჯახის წევრებმა ხელი დღეს თბილისში მოაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი