მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება- ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება"-იაპონიაში ჩასული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "დიდი შვიდეულის ფარგლებში" დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით,  "ტვიტერში" პოსტს აქვეყნებს. 

„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - წერს ზელენსკი .  

უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი