"თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი" - ზახაროვა ქართველ პოლიტიკოსებს

გამოქვეყნდა:

მარია ზახაროვა რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილის რეაქციით უკმაყოფილოა და "ტელეგრამის" არხზე წერს, რომ ეს პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას და უნდა რცხვენოდეთ.

მისივე თქმით, ავიამიმოსვლის წინააღმდეგ გამოდიან ისინი, ვინც არასდროს დახმარებიან სხვა ადამიანებს. 

"თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი, თუ გავითვალისწინებთ ერთდროულად ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობას.

ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ ჩვილებს, მძიმე ავადმყოფებს და გაჭირვებულ ადამიანებს სახლში მისვლაში.

ჯერ არ გსმენიათ ტელეფონზე ტირილი ზრდასრული მამაკაცის, რომელმაც დედის ცხედარი თბილისში დასაკრძალად უნდა გადაასვენოს.

არასდროს გისაუბრიათ მამასთან, რომელმაც ბილეთისთვის ფული შეაგროვა საქართველოში ნათესავების და ბავშვის სანახავად.

ასე რომ, თქვენ არასოდეს დახმარებიხართ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს წამლების მიწოდებაში.

ასე რომ, თქვენ არასდროს გისაუბრიათ ბავშვთან, რომელიც დედასთან ერთად მოსკოვში საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო.

დამიჯერეთ, რომელიმე მათგანს, ვინც ახლა ყვირის, მსგავსი რამ რომ გადაეტანა, შერცხვებოდათ." წერს ზახაროვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი