17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უცნობია რას შეეხება ბრიფინგი, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტი საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლას გამოეხმაურება.