"დროას" წევრების ინფორმაციით, თელავში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. როგორც თამთა გოგოლაძე წერს, ხოშტარია პოლიციის შენობასთან დააკავეს.
ხოშტარიას დაკავების შესახებ ინფორმაციას პარტია twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს. პარტიის განცხადებით, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.