ლავროვის ოჯახის წევრებმა თბილისში ქორწინება რუსული პასპორტებით გააფორმეს - ქორწინების სახლში ამბობენ, რომ მონაცემები პერსონალურია

გამოქვეყნდა:

სერგეი ლავროვის სანქცირებულმა ოჯახის წევრებმა, თბილისში ქორწინება რუსული პასპორტებით რამდენიმე დღის წინ გააფორმეს. 

ხელმოწერის ცერემონია ქორწინების სახლში გაიმართა, დღეს კი მისი მენეჯერი ამტკიცებს რომ სანქცირებულთა ოჯახის წევრებმა ქორწინება ყველანაირი პროცედურის დაცვით გააფორმეს.

მისივე თქმით, წყვილის  რეგისტრაცია ორი თვით ადრე არ მომხდარა. 

მენეჯერი განმარტავს, რომ  საერთო ჯამში,  განცხადებას ორი თვის ვადა აქვს და ადამიანს ამ დროის განმავლობაში შეუძლია განაცხადის გაკეთება, როგორც ქორწინების რეგისტრაციის დღეს , ასევე სხვა დროსაც.  

"ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ეს არის წყვილის პერსონალური მონაცემები. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვით საერთო ჯამში, განცხადებას აქვს ორი თვის ვადა. ადამიანს ამ ორი თვის მანძილზე შეუძლია გააკეთოს განაცხადი, როგორც ქორწინების რეგისტრაციის დღეს, ასევე სხვა დროსაც. ქორწინება არის პერსონალური მონაცემები. ის რაც წყვილმა თვითონ გააზიარა, [ფოტოები] მათი უფლება იყო. "- ამბობს მენეჯერი.

ლავროვის სანქცირებული შვილის ოჯახის წარმომადგენლებმა თბილისის ქორწინების სახლში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი