
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში, დიდი შვიდეულის სამიტზე ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა , - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"შვიდი ქვეყნის სამიტში მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების პრიორიტეტს და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვას.