მომავალ კვირას "რამშტეინის" ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას "რამშტეინის" ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

მისი თქმით, უკრაინისთვის  საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება პირველ პრიორიტეტად რჩება, ასევე ყურადღების ცენტრში რჩება სახმელეთო სისტემები.

"საჰაერო თავდაცვის/სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. თანამედროვე საავიაციო პლატფორმა არის ზუსტად ის, რაც ამჟამად გვაკლია საჰაერო თავდაცვის სისტემაში, რათა დავიცვათ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქები და ჩვენი ჯარისკაცები ფრონტზე" -  თქვა მან

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური თვითმფრინავები მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება უკრაინის ცის დასაცავად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი