
სუდანში, ადგილობრივი მედიკოსების ინფორმაციით, 850 ადამიანი დაიღუპა და 3 394 დაშავდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინტენსიური ბრძოლები დაიწყო.
მედიკოსების ცნობითვე, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ დაშავებული სამოქალაქო პირებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმების გამო.
შეგახსენებთ, რომ სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.