
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიაში G7-ის სამიტზე ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
"ლიდერებმა განიხილეს უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის გერმანიაში ვიზიტის პირველი შედეგები, რომელიც 13 მაისს შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინა გერმანიისგან იღებს", - აცხადებენ ზელენსკის პრესსამსახურში
შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინის სამშვიდობო ფორმულის პუნქტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.