ნუ თამაშობთ ხალხის ნერვებზე - პრეზიდენტის გაფრთხილება ხელისუფლებას. სალომე ზურაბიშვილი რუსულ ქორწილს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ რუსული ქორწილი ჩაიშალა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს არწმუნებს, რომ საქართველო უკვე დატოვეს რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომელიც ქორწილისთვის იყვნენ ჩამოსული - "რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვის და სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?'' - ასე ეხმაურება პრეზიდენტი სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ვოიაჟს საქართველოში და საზოგადოების გამარჯვებად აფასებს ქორწილის ჩაშლას. პრეზიდენტი ბოიკოტს უცხადებს ,,საქართველოს ავიახაზებს'' და უარს ამბობს ისარგებლოს იმ ავიაკომპანიით, რომელიც მოსკოვში რეისს დიდი სიხარულით შეხვდა.