რუსებმა ლუგანსკის რეგიონში ერთ ღამეში სულ მცირე, 400 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს | უკრაინის თავდაცვა რუსი სამხედროს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო დეპარტამენტმა რუსი ოკუპანტის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა სადაც ბებიასთან სატელეფონო საუბარში რუსი ჯარისკაცი ჰყვება, თუ როგორ დახვრიტეს მან და სხვა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

"როცა შევედით მშვიდობიანი მოქალაქეების და ყველას მკვლელობა დავიწყეთ, ღამით 400 ადამიანი მაინც მოვკალით" - ამბობს რუსი ჯარისკაცი

აუდიოჩანაწერში  რუსი სამხედრო ამბობს, რომ რუსულმა ტყვიამფრქვევებმა ყველაფერი გაანადგურეს, დახოცეს ბავშვები, ქალები და კაცები.

უცნობია რა პერიოდისაა გავრცელებული ჩანაწერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი