
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი მისი ქმედებების გათვალისწინებით მოლდოვას სტრატეგიული პარტნიორი არ არის.
კითხვაზე : არიან თუ არა რუსეთი და მოლდოვა სტრატეგიული პარტნიორები, სანდუმ განაცხადა, რომ არ იცის, როდის შედგა ასეთი პარტნიორობა.
"თუ თქვენ პატივს არ გცემენ, ეს რა თქმა უნდა, არ არის სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც რუსეთს 30 წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე ჯარები ჰყავს ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა..როცა ისევ ხდება ჩვენი ექსპორტის ყველანაირი ბლოკადა, როცა გაზზე ძალიან მაღალ ფასებს იხდით და მაინც უმიზეზოდ 60%-ით ამცირებენ გაზის მიწოდებას - რა სტრატეგიული პარტნიორობაა ეს?", - ამბობს სანდუ.
სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა მზადაა ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც "პატივს სცემენ მოლდოვას სუვერენიტეტს, პატივს სცემენ მოლდოველ ხალხს და როცა ეს თანამშრომლობა ორმხრივია".