იძულებითი პასპორტიზაცია ხერსონის ოლქში | ოკუპანტები უკრაინელებს ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  დროებით ოკუპირებულ  ხერსონის ოლქში, კახოვკაში რუსი ოკუპანტები უკრაინელებს რუსული პასპორტის აღებას აიძულებენ და მობილიზებითა და ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან. 

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კახოვკაში. ამ პროცესის დასაჩქარებლად, დამპყრობლები ადგილობრივ მოსახლეობას აშინებენ შესაძლო მობილიზებით და ქონების წართმევით. კერძოდ, ოკუპანტები კარდაკარ დადიან, ატარებენ აღწერას და ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა აიძულონ ადამიანები აიღონ პასპორტები" - წერია უწყების განცხადებაში 

გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, რუსები უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უარს ამბობენ რუსული პასპორტების მიღებაზე, გამოსახლებითა და ელექტროენერგიის გათიშვითაც ემუქრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი