ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელების მიმართაც - ვოლსკი ლავროვას მაზლზე

გამოქვეყნდა:

"ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა. სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, ფეისბუქზე და მათ შორის საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელების მიმართაც. არა ომს, არა თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის - ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია. "

თქვა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ "იმედის" ეთერში  ლავროვის სანქცირებული შვილის ქართულ ვოიაჟთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი