​სან სალვადორში სტადიონზე მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სალვადორის დედაქალაქ სან სალვადორში საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთაგან 7 კაცი და ორი ქალია. 

შეტაკება მონუმენტალის სტადიონზე ადგილობრივ გუნდ ალიანსასა და სანატა ანას მატჩის დროს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივართა დიდმა რაოდენობამ მოედანზე შესვლა კარიბჭის დაკეტვის შემდეგ სცადა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გულშემატკივრები ცდილობენ სტადიონის შესასვლელთან ბარიკადების ჩამოგდებას.

პოლიცია ფიქრობს, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს ყალბი ბილეთები მიჰყიდეს და მისივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.

სალვადორის დაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილზე სამედიცინო დახმარება დაახლოებით 500 ადამიანს ჩაუტარდა, ბევრი მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეტაკების შემდეგ მატჩი შეწყდა. გარდა ამისა, სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ კვირას ეროვნული დონის საფეხბურთო ყველა მატჩი შეჩერდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი