ჰიროსიმაში ზელენსკი ბაიდენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გაიმართა, სადაც ქვეყნის ლიდერები G7-ის სამიტზე დასასწრებად იმყოფებიან. კიევში ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, ორი პრეზიდენტი პირისპირ პირველად შეხვდა ერთმანეთს.

ბაიდენმა შეხვედრისას უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

"აშშ აგრძელებს გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობა", - თქვა ბაიდენმა.

დახმარების ახალი პაკეტი, რომელზეც მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა ისაუბრა, 375 მილიონი დოლარის ღირებულების იქნება. ის მოიცავს საბრძოლო მასალას, არტირელიასა და საბრძოლო მანქანას.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ის უკრაინაში სამართლიან მშვიდობას უჭერს მხარს და თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე მოლაპარაკება შეუძლებელია.

"რასაც თქვენ მიაღწიეთ, მთელი მსოფლიოს ეხება და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც თქვენ აქამდე გააკეთეთ. G7-თან ერთად ჩვენ უკრაინის მხარში ვდგავართ და გპირდებით, რომ არსად მივდივართ", - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი