
როცა ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ესაა ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. თეორიულადაც რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება, ეს შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევს, ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას.