ვინ შეუკვეთა და ვის უნდა შეესრულებინა ნიკა გვარამიას მკვლელობის საქმე | სკანდალური ინტერვიუ სპეცსამსახურების თანამშრომელთან

გამოქვეყნდა:

ვინ შეუკვეთა და ვის უნდა შეესრულებინა ნიკა გვარამიას მკვლელობის საქმე - "ნოდარ მელაძის შაბათი" სკანდალურ ინტერვიუს ავრცელებს. სპეცსამსახურების თანამშრომელი დავით დატაშვილი ყვება, რომ ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმე იგეგმებოდა. კერძოდ მას ჩრდილოეთ ოსეთიდან შეატყობინეს, რომ ნიკა გვარამიას მოსაკლავად გამოგზავნილი იყო ქილერი, მას ფული და მკვლელობის იარაღი გამოატანეს, თუმცა დავალება ვერ შეასრულა. ამიტომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში წითელუბნით გადმოყვანილი ოსი ეროვნების მამაკაცი, ცხინვალის გავლით უკან გადაიყვანეს.

დათაშვილი ყვება, რომ 2021 წლის ზაფხულში, საქართველოში უკვე კილერების მეორე ჯგუფი ჩამოვიდა   არტურ გელიევიის ხელმძღვანელობით, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის მტკიცებით, ამის შემდეგ დაიწყო ნიკა გვარამიას თვალთვალი, ადგენენ მისი გადაადგილების მარშრუტს, გვარამიას მკვლელობის გეგმაში, აფეთქებასთან და გასროლასთან ერთად, ქიმიური ნაერთით მოწამვლაც შედის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი