ამ წუთებში, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ელენე ხოშტარიას გათავისუფლებას ელოდებიან. მისი მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და პარტია "დროას" წარმომადგენლები იზოლატორთან იკრიბებიან. დაკავებულ პოლიტიკოსთან ამ წუთებში მისი უფლებადამცველი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან მაშინ დააკავეს, როცა ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ყვარელში მოქალაქეები ქვეყანაში ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლას აპროტესტებდნენ.