"თვითმფრინავში ცუდად გახდა... რუსულ დელეგაციასთან ერთად ბრუნდებოდა" | დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ის ცუდად თვითმფრინავში გახდა, მაშინ, როდესაც კუბადან მოსკოვში რუსულ დელეგაციასთან ერთად ბრუნდებოდა. 

ცნობილია, რომ ღურწკაიას ქმარი, 46 წლის პიოტრ კუჩარენკო რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე იყო.

მას შემდეგ რაც ის ცუდად გახდა, თვითმდფინავი მისთვის დახმარების აღმოსაჩენად სხვა ადგილას დაეშვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი